view counter

ახალ ნომერში: გია დვალი პირველ მიახლოებაში

ავტორის სვეტი

ზურა ჯიშკარიანი, ალექს ჩიღვინაძე

ნებისმიერ ფანტასტიკურ რომანზე გაცილებით საინტერესო წასაკითხი ის თანამედროვე თეორიებია, რასაც გია დვალი და მისი კოლეგები ქმნიან, თეორიები, რომლებიც შემდეგ, ფუნდამენტურად ცვლიან ხოლმე სამყაროზე წარმოდგენებს.

ჩვენი ამ ტექსტის ერთ-ერთი სამიზნე, შესაძლებელია ფიზიკის მასწავლებლები იყვნენ. თუკი ისინი გიას ინტერვიუს თავის მოსწავლეებს წაუკითხავენ, შესაძლებელია მათ ჩინოვნიკის კარიერას ჰიგსის ტბის ტალღებზე სერფინგი ამჯობინონ. ამ სტატიაში შერლოკ ჰოლმსის გამოჩენის იდეაც  სწორედ ისაა, რომ მეცნიერის სტანდარტული პროფილიდან, შედარებით მიმზიდველი მხატვრული ლიტერატურისკენ გადაგვეხვია.

სულ ოდნავ თუ გავცდებით პირად ეგოისტურ ჰორიზონტს და ცოტა მასშტაბურად შევხედავთ ჩვენს ადგილს კოსმოსში და ჩვენს ყოფით რეალობას, საუკუნოვანი ძილიდან  გამოღვიძებული ნეოსავით, ვიხილავთ პრიმიტივი პოლიტიკოსების, შარლატანი კულტურის მოღვაწეების, თუ მორალისტი  "ერის მამების" დიდ და უაზრო ფერხულს, ჭიანჭველების მატრიცას, რომელიც მხოლოდ უსახური კარიკატურაა, იმ გრანდიოზულ ინტელექტუალურ მოძრაობასთან შედარებით, რომლის ერთ-ერთი შემოქმედიც დღეს გია დვალია.

წაიკითხეთ "ცხელი შოკოლადის" თებერვლის ნომერში:

გია დვალი პირველ მიახლოებაში

გვ. 34

დატოვე კომენტარი

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.