|
|
|
ბლოგის უახლესი ჩანაწერები |
Alex როგორც ლექსო, ანუ „მექანიკური ფორთოხალი“ ქართულად
თებერვალი 16, 2012 ავტორი ვიდეო ბლოგიიანვარში, „თავისუფალ თეატრში“, სპექტაკლ „მექანიკური ფორთოხლის პრემიერა შედგა. ენტონი ბერჯესის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით იგი ავთო ვარსიმაშვილმა დადგა, ხოლო მთავარ როლებს მსახიობები, აპოლონ კუბლაშვილი, ჯაბა კილაძე, სანდრო მარგალიტაშვილი და ლაშა გურგენიძე ასრულებენ. ბერჯესისეული ალექსი და მისი სამი თავზეხელაღებული მეგობარი „თავისუფალი თეატრის“ სცენაზე გადაიქცნენ 90-იანი წლების თბილისისელ მხედრიონელებად. რეჟისორის თქმით, „ისეთი აფეთქება ძალადობისა და უზნეობის, როგორიც საქართველოში 90-იან წლებში იყო, არასდროს ყოფილა“ - ასევე, დასძენს, რომ რადგანაც იმ უზნეობის მიზეზს იკვლევს, რაც დღეს ხდება, ამ მიზეზებს უკან, 90-იან წლებში მიჰყავს“. ავტორი: გიორგი გოგუა * ბლოგში მოყვანილი მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და არ არის აუცილებელი გამოხატავდეს რედაქციის შეხედულებებს.
|
რუბრიკები| გირჩევთ | დისკუსია | ესეი | ინტერვიუ | | ისტორიები | კომენტარები | მიმოხილვა | | რეპორტაჟი | საავტორო | სვეტი | | სპეცპროექტი | წერილები | ძიება |
დატოვე კომენტარი