warning: DOMDocument::loadHTML(): Unexpected end tag : p in Entity, line: 6 in /home/shokoladi/sites/all/themes/shokoladi2010/templates/page.tpl.php on line 37.

13 მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ

მთავარი

გამოფენა

ქართველი მხატვრებიგრინვიჩის საშუალო დროით

vaxo bugadze

ადგილი: გალა გალერეა

თარიღი: 12.02.– 28.02.

მისამართი: ათონელის ქ. #27, მტკვრის მარცხენა სანაპირო

“გრინვიჩის საშუალო დროით”  გალა–გალერეის ახალ პროექტია, რომელსაც ოლეგ ტიმჩენკო, ვახო ბუღაძე, კოტე სულაბერიძე, უშანგი ხუმარაშვილი, მამუკა ცეცხლაძე, მიშა შენგელია და სხვა ქართველი მხატვრები ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრებით წარმოადგენენ.  

ფერწერეული  ტილოების სერია -  “Denim”

ადგილი: გალა გალერეა

თარიღი: 1.02.– 12.02.

მისამართი: ათონელის ქ. #27, მტკვრის მარცხენა სანაპირო

“Denim” – ასე ჰქვია დავით ალექსიძის ნამუშევრების გამოფენას, რომელიც დამთვალიერებელს ჯინსს, როგორც ყველასათვის ნაცნობსა და გამოყენებად ნივთს, ხელოვნების ნიმუშის კონტექსტში წარუდგენს.

ინსტალაცია – “სტრუქტურული ბაღი

ადგილი: ევროპის სახლი

თაროღი: 7 თებერვალი

მისამართი: თავისუფლების მოედანი #1

ახალგაზრდა არტისტის თორნიკე ჭაფოძის ავტორობით შექმნილ ინსტალაციას ერვროპის სახლი უმსაპინძლებს. საგამოფენო სივრცეს თითქმის მთლიანად დაიკავებს სხვადსხვა ზომისა და ფორმის სკულპტურები, რომლებიც ერთმანეთს გარკვეუული ლოგიკით უკავშირდება. თორნიკე ჭაფოძის მთავრი მიზანი იყო, გამოეკვლია პროცესები, რომლებიც ადამიანების ცნობიერებაში ხდება. ევროპის სახლში მისულ დამთვალიერებელს დაურიგდება ფურცელზე ამობეჭდილი სქემა, რომელიც დაეხმარება იმოგზაუროს "სტრუქტურულ ბაღში".

 

ალექსანდრე რეხვიაშვილის შემოქმედება კინოსა და ფერწერაში

კინო და ფერწერა

ადგილი: თანამედროვე ხელოვნების ცენტრი

თარიღი: 10.02.– 1.03.

მისამართი: დოდო აბაშიძის ქ. #10 (მტკვრის მარცხენა სანაპირო)

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ცნობილი ქართველი კინორეჟისორის ალექსანდრე რეხვიაშვილის ფერწერული ნამუშევრები. იმავე დარბაზში უჩვენებენ მის ფილმებსაც. ეს მაყურებელს მისცემს საშუალებას, კინორეჟისორის შემოქმედება ერთ მთლიანობაში აღიქვას.

თეატრი

თითების თეატრის ახალი წარმოდგენა – “მოხეტიალე სული

ადგილი: კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი

მისამართი: კოტე მარჯანიშვილის ქ. #8

“მოხეტიალე სულს”, რომლის რეჟისორიც ბესო კუპრეიშვილია, ბიბლიური თემა დაედო საფუძვლად. დადგმაში თითების, თოჯინების, ბალეტისა და დრამატული თეატრის სინთეზია გამოყენებული.  ბესო კუპრეიშვილი სპექტაკლის მთავარ აზრს ასე განმარტავს: “ჩვენი მიზანია, მაყურებელს შევთავაზოთ ისეთი წარმოდგენა, რომელიც ადამიანებს საკუთარ თავში ჩაახედებს და ყველაზე უბრალო და მარტივ ჭეშმარიტებას შეახსენებს – “გვიყვარდეს ერთმანეთი”.

ბედისწერით დაბნეული რომეო და ჯულიეტა

რომეეო და ჯულიეტა

ადგილი: მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი

თარიღი: 26 იანვარი; 9, 10, 24 თებერვალი;

დასაწყისი: 19:00

მისამართი: დავით აღმაშენებლის გამზირი #164

კინომსახიობთა თეატრი თებერვლის თვეში (9, 10, 24) მაყურებელს უილიამ შექსპირის უკვდავი პიესის  –  “რომეო და ჯულიეტას” ორიგინალურ, ქართული თეატრალური ტრადიციისგან განსხვავებულ და კონცეპტუალური სიმბოლოებით დატვირთულ ვერსიას სთავაზობს. სპექტაკლის რეჟისურა, იდეა და სივრცის გადაწყვეტა ბერძენ რეჟისორს – მიხეილ მარმარინოსს ეკუთვნის, რომელმაც პიესა შექსპირის პიესისა და საკუთარი ტექსტის სინთეზით შექმნა. სპექტაკლში შვიდი “მსახიობი – ქორო” მონაწილეობს, “ამბავს გვიყვება” და თან ცდილობს მაყურებელი წარმოდგენაში ჩართოს.

რეჟისორის ჩანაფიქრის უკეთ გასაგებად, თეატრში მისულ მაყურებელს, პროგრამასთან ერთად, მიხეილ მარმარინოსის მიერ შენიშვნებითა და საკვანძო დეტალებით შევსებული ტექსტი დაურიგდება.

ცერკოვნი ბუნტ...”

ადგილი: შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრმატული თეატრი

თარიღი: 23 თებერვალი

დასაწყისი: 19:00

მისამართი: შოთა რუსთაველის გამზირი #17

ფასი: 6, 7, 8, 9, 10, 12 ლარი

რუსთაველის თეატრი ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის დასს უმასპინძლებს. სპექტაკლი რაჭა-იმერეთის  1819 წლის აჯანყების შესახებ მოგვითხრობს, რომელიც რუსეთის ეგზარხოსის გადაწყვეტილებას მოჰყვა, საქართველოს საეკლესიო ქონების აღწერისა და ქვეყნიდან გატანის შესახებ. სპექტაკლის სახელწოდება რუსული ისტორიოგრაფიიდან მოდის და რუსეთის იმპერატორს ეკუთვნის, რომელმაც ამ დიდ ამბოხებას სწორედ - ”ცერკოვნი ბუნტი”! უწოდა.

კინო

შერლოკ ჰოლმსი ახალი თავგადასვლებით ბრუნდება

ჰოლმსი

ადგილი: კინო–თეატრები “რუსთაველი”, “ამირანი”, “საქართველო”, “აპოლო” (ბათუმი)

დასაწყისი: საღამოს სეანსები

ჩრდილების თამაში მსოფლიოში ალბათ ყველაზე აღიარებული დეტექტიური და სათავგადასავლო ნაწარმოების გმირების – გენიოსი გამომძიებლის შერლოკ ჰოლმსისა და ფრთხილი და წინდახედული ექიმ ვატსონის ახალი თავსატეხია. ფილმის პირველი ნაწილისთვის დამახასიათებელი ინტრიგა და ენერგიულობა, მეორე ნაწილში უფრო მეტად რთული და წინააღმდეგობებით სავსე ამბებით გრძელდება. ფილმის რეჟისორი ისევ გაი რიჩი. დეტექტივისა და ექიმის როლებს კი ისე, როგორც პირველ ნაწილში, რობერტ დაუნი უმცროსი და ჯუდ ლოუ თამაშობენ.

ძველით ახალი წელი 

ადგილი: კინო–თეატრები “რუსთაველი”, “ამირანი”, “საქართველო”, “აპოლო” (ბათუმი)

დასაწყისი: საღამოს სეანსები

ფილმის რეჟისორია რომანტიკული კომედიებით ცნობილი გარი მარშალი. “ლამაზმანის”, “გაქცეული საპატარძლოს”, “წმინდა ვალენტინის დღის” შემდეგ მარშალმა მორიგი რომანტიკული ისტორია შექმნა წყვილების შესახებ, რომლებიც ნიუ იორკში ცხოვრობენ და ახალ წლის ღამეს უცნაური და ამაღელვებელი სასიყვარულო თავგადასავლებით ხვდებიან. ფილმში რობერტ დე ნირო, ეშტონ კაჩერი, სარა ჯესიკა პარკერი და მიშელ პფაიფერი  თამაშობენ.

ქართული კინოს კვირა კინოს სახლში

ქარტული კინოს კვირა

ადგილი: კინოს სახლი

თარიღი: 30.01.– 5.02.

დასაწყისი: 18:00

მისამართი:  ძმები კაკაბაძეების 2

ბილეთის ღირებულება: 1 ლარი

კინოს სახლი ქართული ფილმოგრაფიით დაინტერესებულ მაყურებელს კინოს კვირეულს უწყობს. 6 დღის განმავლობაში ნაჩვენები იქნება გასული საუკუნის ქართული კინო კლასიკის რამდენიმე ნიმუში.

30.01 - "ცისფერი მთები" (1983) - რეჟისორი ელდარ შენგელაია

31.01 - "ჩემი ბებია" (1929) - რეჟისორი კოტე მიქაბერიძე

1.02 - "ადამიანთა სევდა" (1987) - რეჟისორი გოდერძი ჩოხელი

2.02 - "ფიროსმანი" (1969) - რეჟისორი გიორგი შენგელაია

3.02 - "აშიკ კერიბი" (1988) - რეჟისორი სერგო ფარაჯანოვი

4.02 - "ვედრება" (1967) - რეჟისორი თენგიზ აბულაძე

5.02 - "იყო შაშვი მგალობელი" - რეჟისორი ოთარ იოსელიანი

ფრანგული ფილმების ჩვენება ფრანგულ კინოკლუბში

ფრანგული კვირა

ადგილი: საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი

თარიღი: 26.01

დასაწყისი: 19:00

მისამართი: კოსტავას 47, კინოთეატრი "ამირანი"

ბილეთის ღირებულება: 3 ლარი; ფრანგული ინსტიტუტის სტუდენტებისთვის დასწრება უფასოა

ფრანგული კინოს მოყვარულებისთვის, ფრანგული კულტურის ცენტრმა კინოკლუბი გახსნა. 26 იანვრიდან, ყოველი თვის მეორე და ბოლო ხუთშაბათს, კინოთეატრ “ამირანის” მცირე დარბაზში ფრანგული კინოს რეტროსპეტივა მოეწყობა. ფილმები ნაჩვენები იქნება რუსული და ინგლისური სუბტიტრებით. კინოჩვენების პროგრამაში შესულია როგორც ძველი, ისე ბოლო წლებში გადაღებული კომედიური და დრატამული ჟანრის ფრანგული ფილმები. ფილმების შესახებ დამატებითი ინფორმაცია მოიძიეთ: http://new.institutfrancais.ge

სხვადასხვა

გერმანული კარნავალი საქართველოში

სად: ლუდის სახლი ”ბრაუჰაუზი”

თარიღი: 11 თებერვალი

დასაწყისი: 20:00

მისამართი: ბამბის რიგი, ”Two Side”-ის გვერდით

გერმანიის საელჩოს წარმომადგენლობა საქართველოში გერმანიის ტრადიციულ კარნავალს  უმასპინძლებს. ”ფაშინგი” - გერმანიაში ყოველი წლის თებერვალში იმართება და მასში მონაწილეობა ათასობით მსურველი მონაწილეობს. გერმანულ დღესასწაულში მონაწილეობა საქართველოშიც ყველა მსურველს შეეძლება. კარნავალზე დასასწრებად ერთადერთი მოთხოვნა სპეციალური კოსტიუმი იქნება. ბილეთები გერმანიის საელჩოს წარმომადგენლობის ოფისში, დავით აღმაშენებლის გამზირის #166-ში გაიყიდება.

მხატვრული კითხვის საღამოები ფრანგულ ენაზე

სად: ევროპის სახლი

თარიღი: 8 თებერვალი

დრო: 19:00

მისამართი: თავისუფლების მოედანი #1.

ევროპის სახლი  ფრანგულ ენაზე მხატვრული კითხვის საღამოების  ტრადიციას აგრძელებს. ლექსებს შეარჩევს და წაიკითხავს მხატვრული კითხვის ოსტატი და ლიტერატურის სპეციალისტი – ვენსან ლა რუა.

პროგრამაში ფრანგული პოეზიის წარმომადგენლებს შორის შარლ ბოდლერის შემოქმედებაც შედის. ფრანგული კითხვის საღამოები, დეკემბრის ანონსისგან განსხვავებით, ყოველი თვის მეორე და მეოთხე ოთხშაბათს ჩატარდება.

 

 

 

 

დატოვე კომენტარი

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.