view counter
რაგბი

ჯონი უილკინსონი

დეკემბერი 14, 2011 ავტორი ლადო კილასონია

დღეს ჩვენს პატარა სარაგბო ოჯახში, ყველას, დაწყებული ბუთქუნა, ლოყაწითელა ციცქნა ბავშვებით და დამთავრებული ჭაღარათმიანი თუ ღიპიანი, ოცდათხუთმეტ მანეთად მოსკოვში გადაფრენილ გადმოფრენილ და ტაქსის ფულ დანჩენილი ბიძებით, ერთი რამე აკერია პირზე - Youtube-ზე, დაგდებული ის ვიდეო, რომელშიაც მამუკა გორგოძე, მიწასთან ასწორებს ჯონი უილკინსონს.

* ბლოგში მოყვანილი მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და არ არის აუცილებელი გამოხატავდეს რედაქციის შეხედულებებს.

ოცდაოთხი წლის შემდეგ

დეკემბერი 4, 2011 ავტორი ლადო კილასონია

გამარჯვებულები

ზელანდილეთა 9 ნომერმა კირკმა თასი რომ ასწია მაშინ ორი წლის ვიყავი, თუმცა ის კადრები შემდეგში ბევრჯვერ ვნახე და კარგად მახსოვს: წარბგასისხლული, დალეწილი, ბედნიერი როგორ სჭიდებს ორივე ხელს და მთელი ქვეყნის დასანახად ააქვს თავს ზემოთ.

* ბლოგში მოყვანილი მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და არ არის აუცილებელი გამოხატავდეს რედაქციის შეხედულებებს.

იქ სადაც დრაკონები კვდებიან

ნოემბერი 23, 2011 ავტორი ლადო კილასონია

უელსი-საფრანგეთი
* ბლოგში მოყვანილი მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და არ არის აუცილებელი გამოხატავდეს რედაქციის შეხედულებებს.

უიღბლონი

ნოემბერი 16, 2011 ავტორი ლადო კილასონია

დენ კარტერი

რეზო ინანიშვილს აქვს თავის მოთხრობაში (სახელი დამავიწყდა) უშიშა პაპა ავად რო გახდება, მთიდან ქალაქში ჩამოიყვანენ და მერე ზოოპარკში ჯიხვების სანახავად მიყავს შვილიშვილს, სადაც, გალაიაში გამომწყვდეული ცხოვლების შემხედვარე უშიშა ამბობს: ეგ ჯიხვები არ არიან, ჯიხვს ეს კედელი რას დააკავებს, მომაცილე ბალღო, წამიყვანე, ნუ მაყურებინებ ამათ საცოდავობასო.

* ბლოგში მოყვანილი მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და არ არის აუცილებელი გამოხატავდეს რედაქციის შეხედულებებს.

მამლუქები

ოქტომბერი 28, 2011 ავტორი ლადო კილასონია

სამოას გუნდი

- სად სწავლობენ თქვენი ბიჭები ასე თამაშს? - ვკითხე შევარდენის სტადიონზე სამოას შერკინების მწვრთნელს, როდესაც თბილისში, ოცწლამდელთა ჩემპიონატზე იყვნენ ჩამოსულები.

* ბლოგში მოყვანილი მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და არ არის აუცილებელი გამოხატავდეს რედაქციის შეხედულებებს.

დანის პირზე მორბენალები

ოქტომბერი 19, 2011 ავტორი ლადო კილასონია

რაგბი

არავის არ უთქვამს, მგარამ ნამდვილად ვიცი რომ ისინი თავისით გაჩნდნენ, თამაშის წესების დაკანონებისთანავე დაიბადნენ და ამაში არაფერი უცნაური არ არის, ყველა წესი ხომ იმისთვისაა მოგონილი რომ დაარღვიაო და სახელიც როგორი დაარქვეს - მღლეტავები (ზოგან 6 და ზოგან კიდევ 7 ნომრები), ანუ ადამიანები რომლებიც ცდილობენ ყველანაირი ხერხით შეგინელონ, ჩაგიშალონ შეტევა, ბურთი მოგპარონ, სუფთა ჩხიკვთა ქოარწილის ყვავი - წამო ჩავუშხამოთო!

* ბლოგში მოყვანილი მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და არ არის აუცილებელი გამოხატავდეს რედაქციის შეხედულებებს.

და ისევ კლასი

სექტემბერი 26, 2011 ავტორი ლადო კილასონია

ინგლისი-საქართველო

მაგარი ამბავი იყო კივარას დანიდინში, ოთაგოს სტადიონზე, ეგ კიდე ის ქალაქია, რომელსაც ნაღდი რაგბის გემო არ ესწავლება, ტყუილად კი არ უწერია სამხრეთ აფრიკის ყოფილ კაპიტანს - კორნე კრიხეს თავის წიგნში: სად არ ვყოფილვარ რაგბის ამბავში, მაგრამ დანიდინისნაირი არაფერი მინახავს, იცი რაზე ხვდები რომ ზელანდიის ნაკრები უკვე ჩამოსულია? მთელი ქალაქი შავ ფერში იმოსება, შენობებსაც კი შავი დროშები ფარავსო.

* ბლოგში მოყვანილი მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და არ არის აუცილებელი გამოხატავდეს რედაქციის შეხედულებებს.

ბალახის შვილები

სექტემბერი 19, 2011 ავტორი ლადო კილასონია

ირლანდია - ავსტრალია

 

_ ყველანი ერთნაირები არიან, თუ მაგრა შეასკდი ზადნავენ, ყველანი ირლანდიელების გარდა, მაგათ რაც უფრო მაგრა ეჯახები მით უფრო მაგრა და მაგრა მოდიან, - იცოდა ხოლმე თქმა ჩემმა ვაჯრიშისგან კისერგამქრალმა, დევივით ბანჯგვლიანმა და მრგვალმა მწვრთნელმა, რომლის სახელსაც, თავის დროზე, ყოველ კვირაობით ხმის ჩაწყვეტამდე გაჰყვიროდა ოცი ათასი ფრანგი გულშემატკივარი.

 

* ბლოგში მოყვანილი მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და არ არის აუცილებელი გამოხატავდეს რედაქციის შეხედულებებს.

მოგვეჩვენა

სექტემბერი 15, 2011 ავტორი ლადო კილასონია

შოტლანდია-საქართველო

 

* ბლოგში მოყვანილი მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და არ არის აუცილებელი გამოხატავდეს რედაქციის შეხედულებებს.