მთელი ეს თეთრისუფრავერცხლისდანაჩანგალიბროლისჭურჭელიაბრეშუმისხელსახოციპირველიმეორედესერტისადათევზისჩანგალილოცვაჭამისწინლოცვაჭამისმერემადლობაღმერთსდამადლობადიასახლისსდამადლობამამასრომელიცბაზარშიწავიდა...
ყველა ლოცვის ტექსტს შევცვლიდი და უბრალოდ ასე ვილოცებდი:
გთხოვ, არავინ მოკვდეს შიმშილისა და სიცივისაგან, არავინ.
და მადლობა.
* ბლოგში მოყვანილი მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და არ არის აუცილებელი გამოხატავდეს რედაქციის შეხედულებებს.
ჩემს ერთ მეგობარს ყოველთვის ახსოვს, ტანსაცმლის რომელი ფერი რომელთან ჰქონდა შეხამებული შემთხვევით შემხვედრს. ჩემს ბებოს ზუსტად ახსოვდა სტუმრად ღამისთევით დარჩენილს, რომელ სახლში როგორ გახამებული თეთრეული დაუგეს. ჩემს მეორე ბებოს თავისი სკოლის ყველა მასწავლებელი ახსოვს ოჯახებიან- ნათესავებიანად, ჩემი მეზობელი რეკლამების ტექსტების იმახსოვრებს, ლეკას სუნამოები ამახსოვრდება, ზაზას - ციფრები, ქეთოს-განწყობები, მე - გემოები.
* ბლოგში მოყვანილი მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და არ არის აუცილებელი გამოხატავდეს რედაქციის შეხედულებებს.
2010 წლის 31 დეკემბერს ბოლო დღე იყო, როცა მე და ზაზა მარტოები ვიყავით, ერთმანეთისთვის დრო გვქონდა, მარტო ერთმანეთი გვყავდა, ძილისა და ღვიძილის, ზოგადად,ცხოვრების თავისუფალი რეჟიმი გვქონდა, არა ისე, როგორც ახლა - დილით ცხრაზე ფაფა, 11-ზე ხაჭო, 3-ზე სადილი, მერე ძილი, 6-ზე ხილი და ა.შ .
* ბლოგში მოყვანილი მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და არ არის აუცილებელი გამოხატავდეს რედაქციის შეხედულებებს.
პირველად იყო სიტყვა, ეს იყო სიტყვა „პური“, მერე კიდევ ამ პურზე დადებული რომელიმე ბალახის ფოთოლი ან სულაც პრეისტორიული ყველის ნაჭერი და ასე დაიბადა ბუტერბროდი.
ეს იყო მეშვიდე დღეს, როცა უფალმა ყველაფერი შექმნა, დაისვენა და ღრუბლებზე მოთავსებული მთვარის ბუტერბროდიც მიირთვა.
თუ გსურთ, მითხარით, რომ მხოლოდ საკვებია ჩემი რელიგია, ალბათ, ამას დიდი ხანია ფიქრობს ჩემი ბლოგის მკითხველი.
* ბლოგში მოყვანილი მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და არ არის აუცილებელი გამოხატავდეს რედაქციის შეხედულებებს.
მარიამისა და მართას ამბავზე ხშირად ვფიქრობ ხოლმე, ხომ გახსოვთ ეს ეპიზოდი? სულ გული მწყდებოდა მართას გამო, კარგად ვიცი, რა ძნელია სახლი დააწკრიალო, სამზარეულოში იჯადოქრო სიყვარულით სავსე გულით, საუკეთესო ჭურჭელი გამოაწყო, რაც გაქვს ყველაზე, ყველაზე კარგი, სულ ბროლი და ფაიფური, ბოლოს დაქანცული სკამზე მიეგდო და მიხვდე, რომ მაინც გამოტოვე მთავარი, სხვამ უბრალოდ დაგასწრო, სანამ შენ ხორცისათვის საწებელს ამზადებდი . .
* ბლოგში მოყვანილი მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და არ არის აუცილებელი გამოხატავდეს რედაქციის შეხედულებებს.