- რა ლამაზი ხარ, - ვეუბნები ინას, - მაგრად გიხდება.
- ზავადსკოია, - მიცინის ინა და კულულებს აქნევს. - მამაჩემმა გააკეთა. აბა, მე ქიმიას თავს არ დავაწვევინებ.
ინა ჩემი დაა. „ანა-ინა“ - ეს არა, სხვა ამბავია. მე და ინა ერთ წელს, ერთ თვეში და ერთ დღეს გაგვაჩინეს დედებმა, ერთსადაიმავე სამშობიაროში, კამოზე.
- იცი, სამოცდარვა დამწვარია, - ვეუბნები ინას. კამოს სამშობიაროს 1968 წლის საბუთებს ვგულისხმობ.
- მერე, რა! - მიცინის ინა.
* ბლოგში მოყვანილი მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და არ არის აუცილებელი გამოხატავდეს რედაქციის შეხედულებებს.
ძალიან კარგია ზაფხული თბილისში. განსაკუთრებით, ღამით. ცხელი, მტვრიანი, ნახევრად დაცლილი, მაგრამ კვლავ აგრესიული ქალაქი ათასგვარ განსაცდელს უქადის თავგადასავლების და იმთავითვე მარცხისთვის განწირული სიყვარულის მაძიებლებს.
ეს ხალხი სულ რამდენიმე ადგილას იყრის თავს. გითხრათ, მაგარ დროს ატარებს-მეთქი, ტყუილი იქნება. დიდად მოსაწყენი ამბავია, უიმედო და უპერსპექტივო. ასექსუალური.
* ბლოგში მოყვანილი მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და არ არის აუცილებელი გამოხატავდეს რედაქციის შეხედულებებს.